Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები პარლამენტთან მჯდომარე საპროტესტო აქციას განაგრძობენ


პარლამენტთან მჯდომარე საპროტესტო აქციას განაგრძობენ ადვოკატები, რომლებიც საარჩევნო კოდექსის შეცლას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორებმა დღეს განაცხადეს, რომ თუ ხელისუფლება იგნორირების პოლიტიკას განაგრძობს, ორ დღეში პარლამენტის წინ მდებარე მოედანს კარვების მოედნად გადააქცევენ, სამართლებრივი ხასიათის მოთხოვნა კი, პოლიტიკურში გადაიზრდება და ერთ-ერთი უუნარო პარლამენტის დათხოვნა იქნება. ადვოკატთა ასოციაციის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი პროექტი ათ ცვლილებას, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებისას ბარიერის 50%-მდე გაზრდას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG