Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ტინა კეიდენაუ იმყოფება


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარების გასაცნობად თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ტინა კეიდენაუ იმყოფება. დღეს ის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ალიანსის საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან ამერიკელ დიპლომატს განუმარტა, რომ საქართველოში საარჩევნო გარემო უკეთესობისკენ არ შეცვლილა, თუმცა, ალიანსი არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძვის. ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ კეიდენაუსთან შეხვედრისას პროტესტი NDI-ს მიერ ახლახან გამოქვეყნებული რეიტინგების გამოც გამოთქვა. უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა საპარლამენტო ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ლალიაშვილმა. დღესვე ტინა კეიდენაუმ პოლიტოლოგების და მედია-ექსპერტების შეფასებები მოისმინა და დახურულ კარს მიღმა საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა.
XS
SM
MD
LG