Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის დამხობილი პრეზიდენტის მომხრეები სამი ქალაქის ადმინისტრაციულ შენობებში შეიჭრნენ


ყირგიზეთის დამხობილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის მომხრეებმა სამხრეთში მდებარე სამ ქალაქში გამართეს საპროტესტო აქციები: ოშში, ჯალალ-აბადსა და ბატკენში. ქალაქ ოშში ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილმა ასობით დემონსტრანტმა მოითხოვა პრეზიდენტად ბაკიევის დაბრუნება, ისევე როგორც რეგიონის გუბერნატორის პოსტზე მამასადიკ ბაკიროვის აღდგენა. მოგვიანებით, დემონსტრანტები თვით ბაკიროვის ხელმძღვანელობით, ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. ოშში შეიკრიბნენ დროებითი მთავრობის მომხრეებიც - გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა. დროებითი მთავრობის განცხადებით, მან თავდაცვის მინისტრი გააგზავნა ოშში. ბაკიევის ათასობით მომხრის მონაწილეობით გაიმართა დემონსტრაცია ოშიდან 130-მდე კილომეტრში მდებარე ქალაქ ჯალალ-აბადშიც. 50-მდე დემონსტრანი შეიჭრა ადმინისტრაციის შენობაში გუბერნატორის გადადგომის მოთხოვნით. ადგილობრივი გუბერნატორის გადადგომა მოითხოვეს აგრეთვე ოშის დასავლეთით, 230-მდე კილომეტრში მდებარე ბატკენში, ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრილმა დემონსტრანტებმა. გავრცელებული ინფორმაციით, ყირგიზეთის დროებითი მთავრობა დღეს საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა საპროტესტო გამოსვლებზე რეაქციის შესათანხმებლად. გუშინ დედაქალქ ბიშკეკშიც შეიკრიბა ბაკიევის ასობით მომხრე.
XS
SM
MD
LG