Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტინა კეიდენაუ საქართველოში ვიზიტზე განცხადებას ავრცელებს


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტინა კეიდენაუმ პრესისთვის განცხადება გაავრცელა, სადაც 13 მაისს თბილისში ვიზიტზეა ლაპარაკი. განცხადებაში ნათქვამია, რომ კეიდანაუ ვიზიტისას ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად თვითმმართველობის მომავალ არჩევნებსაც შეეხო. ტინა კეიდენაუს განცახდებით მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობის არჩევნებმა გაამყაროს საქართველოს საარჩევნო მექანიზმები და გაამყაროს საზოგადოების რწმენა დემოკრატიული მმართველობის სისტემაში.

XS
SM
MD
LG