Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი და კამერონი შეთანხმდნენ, რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა გამოასწორონ


რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი ტელეფონით ესაუბრა ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს. ისინი შეთანხმდნენ, იმუშაონ მოსკოვსა და ლონდონს შორის კავშირების განვითარების მიზნით. კრემლის განცხადებით, მედვედევმა პრემიერის პოსტზე დანიშვნა მიულოცა კამერონს და წარმატება უსურვა ამ მაღალ თანამდებობაზე. რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა გაცივდა 2006 წელს, კრემლის კრიტიკოსის და რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრ ლიტვინენკოს ლონდონში მოწამვლის შემდეგ. საპასუხოდ, მოსკოვმა გააკრიტიკა ბრიტანეთი უარის გამო, გადაეცა მოსკოვისთვის რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც რუსეთის სასამართლომ ლონდონში მძევლების აყვანის გამო გამოუტანა სასჯელი.
XS
SM
MD
LG