Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ქალაქებში დღეს სიმშვიდეა


ყირგიზეთის ქალაქებში დღეს სიმშვიდეა მას მერე, რაც გარდამავალი მთავრობის მომხრეებმა გაათავისუფლეს განდევნილი პრეზიდენტის ბაკიევის მხარდამჭერების მიერ დაკავებული შენობები. შეტაკებებს, ქალაქებში, ჯალალ-აბადში, ოშში, ასევე ბათკენში, სადაც ბაკიევის მომხრეებმა დაიკავეს შენობები პარასკევს, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 60-ის დაშავება მოჰყვა. გაერომ, ევროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა მოწოდება გამოთქვეს სიმშვიდისკენ პარასკევის არეულობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG