Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ბელორუსიაში ოპოზიციის დევნის გამო


ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა იერჟი ბუზეკმა დღეს „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა ბელორუსიაში ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გამო. ოპოზიციონერების განცხადებით, მრავალი აქტივისტი იქნა დაპატიმრებული მილიციის რეიდების დროს მთელს ბელორუსიაში. დაპატიმრებულებს შორის არის მწერალი ვლადიმირ ნეკლიაევი, რომელიც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას აქტიურ ოპონენტად ითვლება. ბუზეკის განცხადება მოიცავს მოწოდებას ბელორუსიის ლიდერებისადმი, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები.
XS
SM
MD
LG