Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ყირგიზეთში ათასობით ადამიანი შეიკრიბა გუშინდელი ეთნიკური დაპირისპირების შემდეგ


სამხრეთ ყირგიზეთში ათასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე გუშინდელი ეთნიკური დაპირისპირების შემდეგ. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ცნობით, ქალაქ ჯალალ-აბადის იპოდრომზე 5000-მდე დემონსტრანტი მივიდა, მათ პროტესტი გამოთქვეს რეგიონის გუბეორნატორის წინააღმდეგ. სამხრეთ ყირგიზეთში ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ საპროტესტო აქციებს პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მმართველობის დამხობა მოჰყვა. ოთხშაბათს ჯალალ-აბადში ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა. დროებითმა მთავრობამ ბაკიევის მომხრეებს დააკისრა ეთნიკური დაძაბულობის გაღვივებაზე პასუხისმგებლობა და ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მოქმედებს კომენდანტის საათი. ეუთომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ყირგიზეთში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, არ დაუშვან ძალადობის ესკალაცია.
XS
SM
MD
LG