Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა არჩვაძე-გამსახურდია თავის დაწვით იმუქრება


მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მუქარა - თავის დაწვის შესახებ, ძალაში რჩება. ამის შესახებ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მიტინგზე ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განაცხადა, რომელიც დღეს პარლამენტის მისაღებში მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთან ერთად იმყოფებოდა. სააგენტო „ინტერპრესსნიუსის“ ინფორმაციით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე ითხოვს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ მას მისცეს წერილობითი გარანტია, რომ მისი ვაჟის ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საპატიმროში საფრთხე არ დაემუქრება. ცოტნე გამსახურდიამ დღეს ციხეში მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. გარდა ამისა, მანანა არჩვაძე ითხოვს, ციხეში შვილთან შეხვედრის საშუალება მიეცეს.
XS
SM
MD
LG