Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანი საზღვაო შეთანხმებას აუქმებს, სეული საზღვაო წვრთნას ატარებს


სამხრეთ კორეის საბრძოლო ხომალდებმა მონაწილეობა მიიღეს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნაში - იმ ფონზე, როცა ერთი კვირის წინ სეულმა თავისი ხომალდის მარტში ტორპედოთი ჩაძირვაში ჩრდილოეთ კორეა დაადანაშაულა. სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებამ დღევანდელი წვრთნა ჩაატარა ჩრდილოეთ კორეის გაფრთხილების მიუხედავად - რომ ამგვარი ვარჯიშით ნახევარკუნძული ომის ზღვარზე მივიდოდა. ამის პასუხად, ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ აუქმებს სამხრეთთან 2004 წელს გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც ორი კორეის საზღვაო საზღვრის გასწვრივ შეტაკებების აღკვეთას ემსახურებოდა და განაცხადა, რომ თუ სამხრეთ კორეის ხომალდები მის ტერიტორიულ წყლებში შესვლას შეეცდებიან, ამას „მყისიერი ფიზიკური შეტევა“ მოყვება.
XS
SM
MD
LG