Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Apple მსოფლიოში უდიდესი ტექნიკის კომპანიაა


Apple-მა, რომელიც უშვებს მაკინტოშის კომპიუტერს, აიპოდს, აიფონს და აიპადს, გაუსწრო Microsoft-ს და მსოფლიოს უდიდესი ტექნიკის კომპანია გახდა. აშშ-ს აქციების ბირჟაზე ოთხშაბათს აღრიცხული ვითარების თანახმად, Microsoft-ის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 219 მილიარდი დოლარი იყო - მაშინ როცა Apple-ის მაჩვენებელმა კი 222 მილიარდს მიაღწია. Apple-ის აქციები ახლა 10-ჯერ ძვირი ღირს, ვიდრე ერთი ათწლეულის წინ. კომპანიამ დიდი მოგება ნახა სამომხმარებლო ელექტრომოწყობილობების რევოლუციური ტრანსფორმირებით. Apple-ის ღირებულება Microsoft-ისაზე მეტი უკანასკნელად 1989 წლის ბოლოს იყო. მთელი მსოფლიოს პერსონალური კომპიუტერების 90 პროცენტზე მეტი Microsoft-ის სისტემას იყენებს.
XS
SM
MD
LG