Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უწყებათშორისი ჯგუფის ცნობით, ხმის მიცემის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს


უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის ცნობით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში, ნორმალურად მიმდინარეობს. ჯგუფის სპიკერის, შს-თა მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის განცხადებით, მუქარისა და ზეწოლის სერიოზული ფაქტები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ზღულაძე გამოეხმაურა წალკის რაიონის სოფელ ოზნში მომხდარ ინციდენტს, როდესაც საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთი გატყდა. ეკა ზღულაძის განცხადებით, ამ უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეწყდა და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შს-თა მინისტრის მოადგილს განმარტებით, მოგვარებულია სამინისტროს თანამშრომლების მიერ სპეციალურ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის საკითხიც. ზღულაძემ მნიშვნელოვანი უწოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მაჟორიტარ კანდიდატებს მხოლოდ მუდმივი დისლოკაციის მქონე სამართალდამცავები და სამხედროები აირჩევენ.
XS
SM
MD
LG