Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის სასამართლომ 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა და 20 მლნ ევროს გადახდა დააკისრა ქართველ „კანონიერ ქურდს“


ესპანეთის სასამართლომ 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა და 20 მლნ ევროს გადახდა დააკისრა ქართველ „კანონიერ ქურდს“, ზახარ კალაშოვს. 57 წლის კალაშოვი დამნაშავედ სცნეს, სულ ცოტა, 7,5 მლნ ევროს (9,11 მლნ დოლარის) გათეთრებაში, საამისოდ ესპანეთში უძრავი ქონების ბიზნესის გამოყენებით. ის ციხეში არ მოუთავსებიათ, რადგან პატიმრობის ვადის ნაწილი მოიხადა სასამართლო პროცესის დაწყებამდე და, ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახლა შესაძლოა შეწყალება დაიმსახუროს. მაგრამ კალაშოვზე ძებნაა გამოცხადებული საქართველოშიც მას შემდეგ, რაც მას 2006 წელს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მაფიურ დაჯგუფების წევრობაში დამნაშავედ ცნობის საფუძველზე.
XS
SM
MD
LG