Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრეი ვოზნესენსკის ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა


ცნობილი რუსი პოეტის ანდრეი ვოზნესენსკის გარდაცვალების გამო მის ოჯახს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიუსამძიმრა. მის წერილში ნათქვამია, რომ ვოზნესენსკის და მის პოეზიას საქართველო ყოველთვის მისი კულტურის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდა. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ანდრეი ვოზნესენსკის შემოქმედება საქართველოს და რუსეთის ხალხს მჭიდროდ აკავშირებდა, თავად პოეტი კი, როგორც ნამდვილი რუსი ინტელიგენტი თავისუფლებას და საკუთარ შემოქმედებას ყოველგვარი შეზღუდვისგან იცავდა.
XS
SM
MD
LG