Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ალიანსმა” არჩევნების შუალედური შეფასება გამოაქვეყნა


”ალიანსმა საქართველოსთვის” 30 მაისის არჩევნების შუალედური შეფასება გამოაქვეყნა. ალიანსის ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, უმთავრესი უკანონობა და უსამართლობა, რომელიც ხელისუფლებამ მასობრივად გამოიყენა, ამომრჩველის ნების თავისუფლად გამოხატვაზე აშკარა და უხეში ზემოქმედება და ამ ნების კონტროლი იყო. ეს კი, ალიანსის ლიდერის განცხადებით, არა მხოლოდ უკანონობა, არამედ უზნეობაცაა. ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებული ხმების დიდი ნაწილი სწორედ მსგავსი გზითაა მოპოვებული. მისივე თქმით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მასობრივად გამოიყენეს ადმინისტრაციული რესურსი და გამოვლენილია სპეცუბნების მეშვეობით მანიპულირების, დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის და კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევის ფაქტები. ალასანიას ცნობით, ალიანსს წარდგენილი აქვს ორასამდე საჩივარი და ფლობს ამომრჩევლებზე ზეწოლის დამადასტურებელ ვიდეოჩანაწერებსაც. ”შესანიშნავად მესმის, რომ ურთულესია, შეებრძოლო გაუგონარ უსამართლობას კანონიერი მეთოდებით, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის საარჩევნო პროცესი პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთი სწორი გზაა’ - განაცხადა ალასანიამ.
XS
SM
MD
LG