Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება რუმინეთში. დღეს ის ბუქარესტში შეხვდა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს ტრაიან ბასესკუს. მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბასესკუმ დაადასტურა რუმინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიმართ. რუმინეთის ლიდერის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. „ზუსტ დროს ვერ დავასახელებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ნატოში გაწევრიანება, შექმნილ ვითარებაში, საქართველოს სამოქმედო გეგმის (MAP-ის) გარეშეც შეუძლია, რადგან საქართველომ გააორმაგა ბრძოლა პოლიტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით“, განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა. ამავე პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა რუმინეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ მიღწეულ პრინციპულ შეთანხმებას თხევადი გაზის ტრანსპორტირების საკითხზე. ხვალისთვის დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა რუმინეთის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატების თავმჯდომარეებთან, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG