Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი გემზე რეიდს ამართლებს


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაიცვა იმ ისრაელელი სამხედროების ნაბიჯები, რომლებმაც 31 მაისს ღაზისაკენ ისრაელის ემბარგოს მიუხედავად მიმავალ გემზე რეიდი განახორციელეს და ცხრა ადამიანი მოკლეს. „ისრაელის სახელმწიფო ფარისევლობის საერთაშორისო შემოტევის საპირისპირო მხარეს დგას“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ. „ეს სიყვარულის გემი არ ყოფილაო“ - ასე დაასახიათა მან თურქეთის ხომალდი. ნეთანიაჰუს თქმით, ღაზაში ტვირთის შეტანაზე ემბარგო „ტერორისტებისთვის“ იარაღის და სხვა მასალების გადაცემის აღკვეთას ემსახურება. ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელმა და ეგვიპტემ 31 მაისის მოვლენებამდე გემების მესვეურებს მათი ჰუმანიტარული ტვირთის ღაზაში ჩატანა თავად შესთავაზეს. დღესვე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს ფაქტების მომძიებელი დამოუკიდებელი მისიის შექმნას ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ფლოტილიაზე ისრაელის რეიდთან დაკავშირებით. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია გმობს „აღმაშფოთებელ თავდასხმას“ ფლოტილიაზე და ღაზის სექტორისთვის ბლოკადის მოხსნის მოწოდებით გამოდის.
XS
SM
MD
LG