Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დააკავეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკების რეალიზიებაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი


საქართველოში დააკავეს ხუთი პირი, რომელთაც საერთაშორისო ნარკობიზნესში მონაწილეობასა და დიდი რაოდენობით ნარკოტიკების რეალიზებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ეზოდან ამოიღეს მიწაში დამარხული 1,7 მილიონამდე ევრო, მეორე ეჭვმიტანილის ბინაში კი 50 ათასი ევრო იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები „უპრეცედენტო“ მასშტაბის შემთხვევაზე საუბრობენ. სამინისტროს ინფორმაციით, ხუთი ეჭვმიტანილიდან ერთ-ერთი პირი პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან საქართველოში, თანამზრახველებთან აგზავნიდა ჯართს, რომელშიც დიდი რაოდენობით კოკაინი იყო გადამალული. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG