Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუკია ამანო: ირანის ბირთვული პროგრამა განსაკუთრებული შემთხვევაა


გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა დღეს პირველად აღნიშნა, რომ ირანი განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს. იუკია ამანოს განცხადებაში, რომელიც სააგენტოს 35 წევრისგან შემდგარი საბჭოს შეხვედრამდე გავრცელდა, ნათქვამია: „ირანი განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს სხვა ფაქტორებთან ერთად იმ ასპექტების გამოც, რომლებიც მისი ბირთვული პროგრამის შესაძლო სამხედრო განზომილებას უკავშირდება.“ სააგენტოს საბჭოს შეხვედრის პარალელურად, გაეროს უშიშროების საბჭო ირანისთვის სადამსჯელო სანქციების ახალი რაუნდის დაწესებისთვის ემზადება იმის გამო, რომ ქვეყანა უარს ამბობს ბირთვული სამუშაოს შეჩერებაზე. გაეროს ატომური სააგენტოს მიერ გავრცელებულ ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანმა გამოიმუშავა თითქმის 6 კილოგრამის ოდენობის მაღალგამდიდრებული ურანი, რომელიც თითქოს სამედიცინო კვლევით რეაქტორს უნდა მოხმარდეს.
XS
SM
MD
LG