Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიამ და სერბიამ სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს


ხორვატიისა და სერბიის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას განათლების სფეროში, სამხედრო პერსონალისა და ნოუ-ჰაუს გაცვლას. ხორვატიის თავდაცვის მინისტრ ბრანკო ვუკელიჩის განცხადებით, შეთანხმება არის წინგადადგმული ნაბიჯი მთელს რეგიონში სტაბილიზაციის მიმართულებით. სერბია მხარს უჭერდა ხორვატიაში სერბული უმცირესობის 1991 წელს ამბოხებას, რომელიც იუგოსლავიისაგან ხორვატიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ომი ოთხი წელი გაგრძელდა. გასულ წელს ხორვატია ნატოში გაწევრიანდა. სერბია კი ნატოს სამშვიდობო პარტნიორობის პროგრამის წევრია.
XS
SM
MD
LG