Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბენინიო აკინო ფილიპინების პრეზიდენტად გამოცხადდა


ფილიპინების პრეზიდენტად დღეს გამოცხადდა ბენინიო აკინო, რომელმაც 10 მაისის არჩევნებში გაიმარჯვა. ის 30 ივნისს შეუდგება პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას. აკინომ, რომელიც 50 წლისაა, არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მას შემდეგ, რაც ამომრჩეველს კორუფციისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას დაჰპირდა. ბენინიო აკინოს წარმატება, ექსპერტების შეფასებით, დიდწილად განსაზღვრა მშობლების პოპულარობამ. მამა, ბენინიო "ნინოი" აკინო, 1983 წელს მოკლეს, როცა ის ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნდა დიქტატორ ფერდინანდ მარკოსთან დასაპირისპირებლად. ახალი პრეზიდენტის დედა კი, კორასონ აკინო, რომელმაც 1986 წელს მარკოსის რეჟიმის დამხობა შეძლო, თვითონაც პრეზიდენტი იყო. ის შარშან გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG