Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და ბრიტანეთის ლიდერებმა ზღვაში ნავთობის ჩაღვრის გარშემო ისაუბრეს


ბრიტანეთის მთავრობის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დაარწმუნა ბრიტანეთის პრემირ-მინისტრი, დევიდ კამერონი სატელეფონო საუბრისას, რომ მისი იმედგაცრუება მექსიკის ყურეში ბრიტანული ფირმის „ბრიტიშ პეტროლიუმის“ ჭაბურღილიდან ნავთობის ჩაღვრის გამო, არ არის ბრიტანეთზე თავდასხმა. ობამამ და კამერონმა ნახევარსაათიანი საუბარი გამართეს დღეს. ობამამ გასულ დღებში გააძლიერა თავდასხმა „ბრიტიშ პეტროლიუმზე“, რომელიც იბრძვის ზღვაში ნავთობის დაღვრის შესაჩერებლად. კამერონის ოფისის თქმით, ობამამ განუმარტა ბრიტანეთის პრემიერს, რომ ის აღიარებს „ბი-პი-ს“ მულტინაციონალურობას და უთხრა, რომ მისი იმედგაცრუება არ უკავშირდება სახელმწიფო იდენტურობას.
XS
SM
MD
LG