Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიპის ხელმძღვანელობა ვაშინგტონში ბარაკ ობამას ხვდება


ბრიტანეთის ნავთობის გიგანტი კომპანიის, ბიპის ხელმძღვანელები ვაშინგტონში ჩავიდნენ და აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან მართავენ შეხვედრას. გუშინ ობამამ ოვალური ოფისიდან წარმოთქმულ სიტყვაში დაგმო მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის ფაქტი. დღევენდელი შეხვედრა - რომლის დროსაც ბიპის 8 ხელმძღვანელი და იურისტი ხვდება აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებს - ობამამ მოიწვია. პრეზიდენტის ერთ-ერთმა მრჩეველმა დღეს თქვა, რომ თეთრი სახლი ყველა შესაძლებელ „იურიდიულ მექანიზმს“ გამოიყენებს იმისათვის, რათა ბიპიმ დაბინძურებული გარემოს დასუფთავების საფასური გადაიხადოს. გუშინდელ გამოსვლაში ობამამ თქვა, მექსიკის ყურეში მიმდინარე ტრაგედიამ კონგრესს ბიძგი უნდა მისცეს, რათა ნაბიჯები გადაიდგას „სუფთა ენერგიის“ მომავლისკენ, როდესაც შემცირდება ამერიკის დამოკიდებულება ნავთობსა და სხვა მინერალურ საწვავზეო.
XS
SM
MD
LG