ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით, ის მიესალმება იაპონიის ინვესტიციებს ავღანეთის მინერული საბადოების ასათვისებლად. ამ შინაარსის განცხადება კარზაიმ ტოკიოში ვიზიტის დროს გააკეთა. იაპონია ავღანეთის ერთ-ერთი მთავარი დონორია. გეოლოგებისთვის უკვე მრავალი წელია ცნობილი, რომ ავღანეთს რკინის, სპილენძის, კობალტისა და ოქროს მდიდარი საბადოები აქვს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ რეზერვების ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს აღწევს.
ყველაზე პოპულარული
1