Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის დროებითმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გააგრძელა


ყირგიზეთის დროებითმა ხელისუფლებამ 25 ივნისამდე გააგრძელა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა სამხრეთში მდებარე ქალაქ ოშში და მის მიმდებარე რაიონებში. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, ოშის მერმა მელისბეკ მირზაკმატოვმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ხვალინდელი დღის, ადგილობრივი დროით, 18 საათი დააწესა ვადად ქალაქში აღმართული ბარიკადების მოსაშორებლად. მერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალას გამოიყენებენ. „ჩვენ არ გვინდა, უზბეკებს ხელი ვახლოთ, მაგრამ, როგორც იცით, მათ ბევრი იარაღი აქვთ და ყირგიზი მძევლები ჰყავთ“, დასძინა ოშის მერმა, რომლის ინფორმაციითაც, მძევლების რიცხვი 400-ს აღწევს. უზბეკებს, რომლებიც ოშში დარჩნენ ბოლო დღეების ძალადობის მიუხედავად, ბარიკადები აქვთ აღმართული თავიანთი უბნების გარშემო.
XS
SM
MD
LG