Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ 2011 წლის ზაფხულში დაიწყებს ავღანეთიდან ჯარების გაყვანას


შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს დაადასტურა, რომ მომავალი წლის ზაფხულში შეუდგება ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ხელმძღვანელ რამ იმანუელის განცხადებით, კვლავინდებურად ძალაში რჩება გეგმა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის 2011 წლის ივლისში დაწყების შესახებ. ამ საკითხზე ობამას ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია ABC-თან ინტერვიუში ისაუბრა.
XS
SM
MD
LG