Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ მაღრაძე


თამარ მაღრაძე, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის იურიდიული სამსახურის თანამშრომელი
თამარ მაღრაძე, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის იურიდიული სამსახურის თანამშრომელი
21 ივნისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის იურიდიული სამსახურის თანამშროლმელი, თამარ მაღრაძე. მისი თქმით, დღეს მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა პირველი ცენტრი გაიხსნება. როგორც თამარ მაღრაძე ამბობს, საქართველოში ყოველწლიურად 30-40 თავშესაფრის მაძიებელი შემოდის, მათ შორის კი ყველაზე ბევრი რუსეთის ფედერაციიდან, შემდეგ მოდის ირანი, ერაყი, შრი ლანკა: ”გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, რათა დაეარსებინათ მუდმივი მიმღები და დასაბინავებელი ცენტრი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ცენტრს შეუძლია მიიღოს 60-მდე თავშესაფრის მაძიებელი”, - ამბობს თამარ მაღრაძე.

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG