Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰიუმან რაითს უოჩი“: ყირგიზმა ჯარისკაცებმა რეიდის დროს უზბეკები სცემეს და დააპატიმრეს


ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ განცხადებით, ყირგიზმა ჯარისკაცებმა ათობით ქალი და მამაკაცი სცემეს სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ოშში, უზბეკურ უბანში დღეს განხორციელებული რეიდის დროს. ორგანიზაციის წარმოადგენელ ანა ნაისტატის განცხადებით, ჯარისკაცებმა მიწაზე დაწოლა აიძულეს მამაკაცებს, ისინი სცემეს, რის შემდეგაც 12 ადამიანი დააკავეს. ასევე ნაისტატის ინფორმაციით, ჯარისკაცებმა გაძარცვეს და სცემეს რამდენიმე ქალიც. დღევანდელი რეიდი მოჰყვა ყირგიზეთის დროებითი ხელისუფლების მოთხოვნას, რომ ეთნიკურმა უზბეკებმა მოაშორონ ბარიკადები, რომლებიც თავიანთი უბნების გარშემო აღმართეს ბრბოსაგან თავის დასაცავად. ყირგიზეთში ბოლოდროინდელი ეთნიკური დაპირისპირების შედეგად დაღუპულების რიცხვი, მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, შესაძლოა, 2000-ს აღწევდეს.
XS
SM
MD
LG