Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტები იმყოფებიან


აგვისტოს ომის შედეგების შესასწავლად თბილისში იმყოფებიან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტები. დღეს ისინი იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამინისტროს განმარტებით, ექსპერტებს რუსეთის და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ 2008 წლის აგვისტოში ქართველთა მკვლელობის და ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დარღვევის ფაქტები გააცნეს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, უცხოელ ექსპერტებთან შეხვედრისას საუბარი იყო რუსეთის მიერ ქართველთა ეთნოწმენდაზე და ასევე, იმ ფაქტზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი დანაშაულებრივ მოქმედებებს განაგრძობს.
XS
SM
MD
LG