Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები მიმდინარეობს


საქართველოს მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღეს საჯაროდ არ დაადასტურეს. ამასთან, მთავრობის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, დახურულ კარს მიღმა განიხილებოდა საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის განმსაზღვრელი კანონის ცვლილებათა პროექტი. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კონსულტაცია დაწყებულია და ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ, საზოგადოება ცვლილებათა შინაარსს შეიტყობს.
XS
SM
MD
LG