Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლდანულაზე ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა


მდინარე გლდანულაზე ხიდის ჩანგრევის შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა . დაშავებულია მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი მამაკაცი, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს. წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ხიდს საყრდენი მაშინ გამოაცალა, როდესაც მასზე ავტომანქანა გადადიოდა. ხიდმა მგზავრები ჩაიყოლა. ჩანგრეული ხიდი სოფელ გლდანიდან ცხვარიჭამიისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა. საბედისწერო ხიდი 1980-იან წლებშია აგებული და როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას შემდეგ რეკონსტრუქცია არ ჩატარებია.
XS
SM
MD
LG