Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ოცეულის ლიდერები ტორონტოში მართავენ შეხვედრას


მდიდარი და განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ლიდერები - დიდი ოცეულის წევრები - ტორონტოში განაგრძობენ შეხვედრას და უფრო სტაბილური გლობალური ეკონომიკის შექმნის გზებზე მსჯელობენ. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თქმით, ჯგუფის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მდიდარმა ქვეყნებმა თავიანთ ბიუჯეტებში დეფიციტი 2013 წლისთვის უნდა გაანახევრონ. ამასთან, მერკელის თქმით, განვითარებულმა ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ 2016 წლისთვის სამთავრობო ვალის დონის „სტაბილიზაციას“ მოახდენენ. შაბათს ტორონტოს ცენტრში, დიდი ოცეულის შეხვედრის წინააღმდეგ გამართულ აქციას ძალადობა მოჰყვა. დააკავეს 400-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG