Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში აფეთქებას ერთი პოლიციელი შეეწირა, ხუთი დაიჭრა


პოლიციის ინფორმაციით, ბოსნიის ცენტრში მდებარე ქალაქ ბოგოინოში დღეს მომხდარ აფეთქებას ერთი პოლიციელის დაღუპვა და ხუთის დაჭრა მოჰყვა. აფეთქებამ ახლოს მდებარე სახლებიც და მანქანებიც დააზიანა. ბოგოინო სარაევოდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 75 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ჯერჯერობით გაურკვეველია ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის სადგურთან ჩამონტაჟებული იყო, თუ ის მას ესროლეს. პოლიციამ გამოაცხადა, რომ ხუთი ეჭვმიტანილი დააკავა - თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ბოსნიის უსაფრთხოების მინისტრმა, სადიკ აჰმეტოვიჩმა, ტელევიზიით გამოსვლისას აფეთქებას ტერორისტული თავდასხმა უწოდა.
XS
SM
MD
LG