Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნათია ჯოხაძე

ნათია ჯოხაძე
ნათია ჯოხაძე
29 ივნისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე. განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მომავალი სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება კიდევ უფრო გამკაცრდება. როგორც ნათია ჯოხაძე აცხადებს, სახელმძღვანელოების თვალსაზრისით წინა წლებში საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობა იყო საქართველოში და სწორედ ამიტომ გადაწყდა სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების გამკაცრება. დაწესდება ქულობრივი ბარიერი, რომლის გადაულახავად სახელმძღვანელო ბაზარზე ვერ მოხვდება. შეიქმნება მექანიზმი, რომელიც გააკონტროლებს ბაზარზე იმ სახელმძღვანელოების შესვლას, რომელსაც გრიფი არ ექნება მინიჭებული. რაც შეეხება თავად გრიფირების პროცედურას, ნათია ჯოხაძის თქმით, ამ პროცეში ჩართულნი იქნებიან დარგის სპეციალისტები, მეთოდისტები და პედაგოგები.
  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

This item is part of
XS
SM
MD
LG