Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპ გორდონი: ”აფხაზები და ოსები უნდა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ისინი ერთიანი საქართველოს ნაწილი არიან”


როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართევლოში მოახლოებულ ვიზიტთან დაკავშირებულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, მას დაახლოებით ორი კვირის წინ მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო ჟენევის მოლაპარაკლებების მეთერთმეტე რაუნდში, სადაც მას ასევე ჰქონდა საშუალება ესაუბრა საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურ პირებთან და განეხილა მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა: ”ჩვენ ღიად გამოვთქვით უკმაყოფილება საქართველო-რუსეთს შორის არსებული კონფლიქტური სიტუიაციის გამო. პრეზიდენტმა ბარკ ობამამ ცხადად შეახსენა შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფ რუსეთის პრეზიდენტს მედვედევს, რომ ამერიკა პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდა რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად გაღვივებული კონფლიქტის მოგვარებისაკენ და საქართველოს ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისაკენ. რეპლიკაზე იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკანასკნელი წლების განმავლობაში არ დააკმაყოფილა საქართველოს არცერთი თხოვნა შეიარაღებასთან დაკავშირებით, გორდონი პასუხობს, ”ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს საქართევლოსთან, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში. ჩვენი ფოკუსი მიმართულია იქითკენ, რომ საბოლოო ჯამში აფხაზები და ოსები მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ისინი ერთიანი საქართველოს შემადგენელელი ნაწილი არიან. და ეს გზა არ გადის ამ პრობლემის იარაღით მოგვარებაზე. ეს იქნება ჰილარი კლინტონის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელ ნაწილი. გორდონი იქვე საუბრობს ქართული სამხედროების დიდ წვლილზე ავღანეთში. ჰილარი კლინტონი საქართევლოს 5 ივლისს ერთდღიანი ვიზიტით ეწვევა. ის შეხვედრებს გამართავს ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ქალ ლიდერებთან.

XS
SM
MD
LG