Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში რამდენიმე თალიბი დახოცეს, ნატოს ბაზაზე მათი თავდასხმის შემდეგ


ავღანეთისა და ნატოს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დღეს რამდენიმე თალიბი დახოცეს მას შემდეგ, რაც მათ იერიში განახორციელეს ნატოს აეროდრომზე აღმოსავლეთ ავღანეთში. პროვინციის გუბერნატორის პრეს-მდივნის განცხადებით, სულ ცოტა, ერთმა მოიერიშემ ააფეთქა დანაღმული ავტომანქანა აეროდრომის ჭიშკართან ჯალალაბადში, რომელიც პაკისტანის მოსაზღვრე ნანგარჰარის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის განცხადებით, იერიშის დროს რვა მეამბოხე დაიღუპა, დაიჭრა ნატოს და ავღანეთის თითო-თითო ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG