Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალი საგადასახადო კოდექსის შეფასება ლაგოდეხში არაერთგვაროვანია


ლაგოდეხი
ლაგოდეხი
ის, ვინც მცირე მეწარმეა ლაგოდეხში, ამბობს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი ეფექტურია და მეწარმეებს მნიშვნელოვან შეღავათს გაუწევს.

განსხვავებული აზრის არიან მსხვილი მეწარმეები:

”ჩვენი ორგანიზაცია - შპს ”გოლდი” - უკვე 12 წელია არსებობს. ვართ დღგ-ს გადამხდელები. აქამდე თუ 100 ათას ბრუნვაზე მეტის მქონე იყო დღგ-ს გადამხდელი, ეხლა დღგ-ს გადამხდელი იქნება ის, ვისაც წელიწადში 200 ათასზე მეტი ბრუნვა აქვს წელიწადში. ჩემი აზრით, 200 დაბალი ციფრია. დღიურად თუ ათას ლარზე მეტი იქნებოდა ბრუნვა, მერე გამხდარიყო დღგ-ს გადამხდელი”, - ამბობს შეზღუდული პასუხისმგებლობა ”გოლდის” ხელმძღვანელი ჯუმბერ გოლეთიანი და ახალი საგადასახადო კოდექსის დამტკიცების შემთხვევაში მისი აზრით მოსალოდნელ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას:

”რაც შეეხება იმ მეწარმეების გათავისუფლებას დღგ-ს გადასახადისაგან, ვისაც წლიური ბრუნვა 200 ათას ლარამდე აქვს, ჩვენ, მაგალითად, დღეს გადამხდელები საქონელს ვიძენთ თბილისში, ბაზრობებზე, და ბევრი აღარ იქნება იქ დღგ-ს გადამხდელი. ჩვენ იმათგან საქონელი როგორ უნდა შევიძინოთ, ჩათვლა აღარ გვექნება. ეს უფრო ართულებს ჩვენს მუშაობას შემდგომში.~

შპს ”გოლდის” ხელმძღვანელი საგადასახადო კოდექსის კიდევ ერთ მუხლს ეხება და იმ პროცენტულ მაჩვენებლებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც, მისი აზრით, მეწარმეებისთვის უფრო მომგებიანი იქნება.

”რაც შეეხება საშუალო დონის მეწარმეებს, ვინც 200 ათასამდე ივაჭრებს, როგორც ვიცი, ამ შემთხვევაში ორი გადასახადი იქნება - სამი პროცენტი და ხუთი პროცენტი. თუ დაამტკიცებენ 60%-მდე ხარჯებს, სამი პროცენტი გადასახადი უფრო მისაღები არის.”

ლაგოდეხში იმედი აქვთ, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი საბლოოდ იმ სახით დამტკიცდება, რომელიც მცირე მეწარმეებთან ერთად მსხვილ მეწარმეებსაც ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.
XS
SM
MD
LG