Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ძალებმა ჰელმანდის პროვინციაში წარმატებული ოპერაცია განახორციელეს


ნატო აცხადებს, რომ ავღანეთის სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში გახორციელებული ოპერაციის შედეგად ”ბევრი” თალიბი მეომარი მოკლეს და დააკავეს მეამბოხეთა რეგიონული მეთაური. ბაღრანის რაიონში ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნატოს ძალებმა ალყა შემოარტყეს თალიბთა სამყოფელს და თალიბებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. ავღანეთის ჩრდილოეთში, პარვანის პროვინციაში ოთხი ჭურვი მოხვდა შენობას, სადაც სამხრეთ კორეელი მშენებლები და სამხედროები იმყოფებოდნენ. ამ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG