Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ელგუჯა ბერიშვილი


ელგუჯა ბერიშვილი, სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდენტი
ელგუჯა ბერიშვილი, სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდენტი
1 ივლისს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი. როგორც უკვე ცნობილია, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ცალკე სამინისტროდ გამოეყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. სამინისტროდ გადაკეთდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი. რამდენად არსებობდა იმის საჭიროება, რომ სპორტის დეპარტამენტი სპორტის სამინისტროდ გადაკეთებულიყო და რა შეიცვლება ქართული სპორტისთვის აღნიშნული ცვლილების შედეგად - ამ საკითხებს შეეხებოდა საუბრის ძირითადი ნაწილი. ელგუჯა ბერიშვილის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი უპირველესი საქმე ამ ეტაპისათვის სპორტის შესახებ კანონის შემუშავება უნდა იყოს, რომელიც აუცილებლად დაეხმარება ქართული სპორტის შემდგომ განვითარებას. აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ისეთი სათამაშო სახეობების ხელშეწყობასაც, რომელიც მსოფლიოში პოპულარულია, რადგან სწორედ ასეთ სახეობებს მოაქვს ქვეყნებისთვის წარმატება და ცნობადობა. ასევე ისაუბრა ბავშვთა სპორტის ხელშეწყობის აუცილებლობაზე. ელგუჯა ბერიშვილი საუბრობს კვლევის შედეგებზე, საიდანაც ცხადი გახდა, რომ საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა მოზარდებში ისეთი დაავადებების რიცხვმა, როგორიც არის ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. ამის აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალება მოზარდებში სპორტული ცხოვრების ხელშეწყობაა.
XS
SM
MD
LG