Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს დელეგაცია თბილისში ოფიციალურ შეხვდრებს იწყებს


ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონიო მილოშოსკი შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანთან. საუბარი შეეხება ევროსაბჭო-საქართველოს თანამშრომლობას, განიხილება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. შეხვედრაზე საუბარი იქნება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოხსენებასთან დაკავშირებითაც, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს შეეხება.

XS
SM
MD
LG