Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ავღანეთში თალიბების იერიშმა სამი უცხოელი და ორი ავღანელი პოლიციელი შეიწირა


ავღანეთში თალიბების თავდასხმა განხორციელდა კომპანიაზე, რომელიც აშშ-ის დავალებით დახმარების საკითხებზე მუშაობს. იერიშის დროს ხუთი ადამიანი დახოცეს, მათ შორის არიან, პროვინციის გუბერნატორ მოჰამად ომარის განცხადებით, ერთი ბრიტანელი, ერთი გერმანელი და ერთი ფილიპინელი, ისევ როგორც ორი ავღანელი პოლიციელი. იერიში მიმართული იყო შენობის წინააღმდეგ, რომელიც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ანუ USAID-ის დავალებით მუშაობს ჩრდილოეთში მდებარე კუნდუზის პროვინციაში. თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ექვსმა თვითმკვლელმა ამფეთქებელმა და მებრძოლმა მოაწყო. კუნდუზის გუბერნატორის განცხადებით, ექვსივე ექსტრემისტი დაიღუპა ან აფეთქებების შედეგად, ან კიდევ ავღანელ და ამერიკელ ჯარისკაცებთან ბრძოლაში, რომელმაც რამდენიმე საათი გასტანა.
XS
SM
MD
LG