საქართველოს პარლამენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა მთავრობის პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას. პროგრამის ”ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ მთავრობის მიზნებია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზებით აღდგენა, სიღარიბესთან ბრძოლა და უმუშევრობის შემცირება. პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შედეგად, ვერა ქობალია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ლადო ვარძელაშვილი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ხდება, ხოლო რამაზ ნიკოლაიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უხელმძღვანელებს.
საქართველოს პარლამენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა მთავრობის სამოქმედო პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტს
ყველაზე პოპულარული
1