Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოღაიდელი ირწმუნება, რომ ვანო ჩხარტიშვილმა საქართველო მის გამო დატოვა


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ირწმუნება, რომ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა საქართველო მის გამო დატოვა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მის დაკავებას აპირებდა და ჩხარტიშვილს აიძულებდა ეთქვა, რომ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ქრთამი მისცა. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ამ პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართულნი შს-თა და იუსტიციის მინისტრები ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. ინფორმაციის თავდაპირველ წყაროდ ნოღაიდელმა დაასახელა უცხოეთში მყოფი ქართველი და დასძინა, რომ საბოლოო დეტალები მოსკოვში ბოლო ვიზიტისას, პირადად ჩხარტიშვილთან სატელეფონო საუბრისას გაარკვია. ექს-პრემიერის თქმით, მის საწინააღმდეგო ჩვენებაზე ვანო ჩხარტიშვილმა უარი თქვა. ზურაბ ნოღაიდელმა არ დააკონკრეტა, რა გზით შეძლო ბიზნესმენმა საქართველოდან გამგზავრება. "არავის მივცემ უფლებას, ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილი ბრალდებებით იმოქმედონ. ეს იოლი არ არის და ყველას მოვუწოდებ, ფრთხილად იყვნენ!" - განაცხადა დღეს ნოღაიდელმა. მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.
XS
SM
MD
LG