Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სრებრენიცაში აღინიშნება ათასობით მუსულმანის გაჟლეტის მე-15 წლისთავი


დღეს ათიათასობით ადამიანი ესწრება ცერემონიას სრებრენიცაში, სადაც აღინიშნება ბოსნიის ომის ბოლოს ათასობით მუსულმანი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვის 15 წლისთავი. სტუმრებს შორის არიან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. ცერემონიას ესწრებიან ასევე სერბიის პრეზიდენტები ბორის ტადიჩი და ივო იოსიპოვიჩი. ცერემონიის დასასრულს მოხდება ახლახან ამოცნობილ 775 დაღუპულთა - 774 ბოსნიელისა და ერთი ხოვატის - ნეშტის დაკრძალვა. მათ გარდა უკვე დაკრძალულია 3749 ადამიანის ნეშტი.
XS
SM
MD
LG