Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე რვა ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე რვა ამერიკელი ჯარისკაცი და რამდენიმე ავღანელი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ. სამშაბათს, გვიან საღამოს, თვითმკვლელი მოიერიშე დანაღმული ავტომანქანით დაეჯახა პოლიციის შტაბ-ბინას სამხრეთში მდებარე ყანდაარში, რის შემდეგაც დანარჩენმა თავდამსხმელებმა სროლა დაიწყეს. ამ თავდასხმამ სამი ამერიკელი ჯარისკაცი, ერთი ავღანელი პოლიციელი და ხუთი სამოქალაქო პირი შეიწირა. პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. დღეს კიდევ ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთში გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, ერთი ამერიკელი ჯარისკაცი კი ადრე მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მიმდინარე თვეში ავღანეთში 45-მდე უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა, უმეტესწილად ამერიკელები.
XS
SM
MD
LG