Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა


საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კეტრინ ეშტონი შაბათს ახლო აღმოსავლეთში ტურნეს იწყებს. რეგიონში მისი ამ, რიგით მეორე ტურნეს მიზანია ჩიხში მოქცეული სამშვიდობო მოლაპარაკების განახლება და ისრაელის დაყოლიება ღაზის სექტორთან ჩაკეტილი სასაზღვრო პუნქტების დაპირებულ გახსნაზე. ვიზიტის დაწყებამდე ეშტონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებს, სასწრაფოდ და ძირეულად შეცვალოს ღაზის სექტორის საზღვრების ჩაკეტვის პოლიტიკა. სამდღიანი ვიზიტის მსვლელობაში ეშტონი გეგმავს ისრაელისა და პალესტინელების ხელმძღვანელობასთან ცალ-ცალკე შეხვედრას. მოსალოდნელია, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერიც, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელია.
XS
SM
MD
LG