Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ურანის 20 პროცენტით გამდიდრებას ითვალისწინებს


ირანის პარლამენტმა დღეს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც თეირანს ავალებს, გააგრძელოს ურანის 20 პროცენტით გამდიდრება, დასავლეთის მიერ გამდიდრების პროცესის შეწყვეტის მოთხოვნის მიუხედავად. იმისათვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, მას მკაცრი კურსის მომხრე მეურვეთა საბჭო უნდა მიემხროს. გაეროს უშიშროების საბჭომ 9 ივნისს დაამტკიცა ირანის წინააღმდეგ მორიგი სანქციები სწორედ იმის გამო, რომ ირანი უარს ამბობს ურანის გამდიდრების შეჩერებაზე.
XS
SM
MD
LG