Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონის განცხადებით, აშშ პაკისტანისაგან „დამატებით ნაბიჯებს“ მოელის ტერორიზმთან ბრძოლაში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, პაკისტანს მოუწოდა, დამატებითი ზომები მიიღოს ტერორიზმის წინააღმდეგ. კლინტონმა პაკისტანში ვიზიტით დაიწყო სამხრეთაზიური ტურნე. როგორც მან ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის განუცხადა, ჯერ კიდევ რჩება „დამატებითი ნაბიჯები“, რომლების გადადგმასაც ვაშინგტონი პაკისტანისაგან მოელის. კლინტონი დღეს პაკისტანის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების შემდეგ, ორშაბათს უნდა შეხვდეს მაღალი რანგის პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეებს პაკისტანთან აშშ-ის „სტრატეგიული დიალოგის“ ჩარჩოებში. მოსალოდნელია აგრეთვე, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გააკეთებს განცხადებას პაკისტანის განვითარების ხელშესაწყობად აშშ-ის მასშტაბური დახმარების გამოყოფის შესახებ.
XS
SM
MD
LG