Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში მუსიკალური ფესტივალი - „სიყვარულის აღლუმი“- აღარ გაიმართება


გერმანიაში, დუისბრუგში, ტექნო-მუსიკის ფესტივალი, „სიყვარულის აღლუმი“, რომლის დროსაც, ჭყლეტაში, 19 ადამიანი დაიღუპა, აღარ გაიმართება, განაცხადეს ორგანიზატორებმა. დუისბრუგის ხელისუფლებს რთულ შეკითხვაზე უწევთ პასუხის გაცემა: რატომ მოუწია ასეულ ათასობით ადამიანს მაგისტრალის ქვეშ გამავალი ერთადერთი გვირაბით მოძრაობა. გერმანიის მედიის ცნობით, ფესტივალს მილიონნახევრამდე ადამიანი ესწრებოდა. თვითმხილველთა თქმით, ჭყლეტა დაიწყო, როცა გადაიკეტა გვირაბის ბოლო, რადგან ფესტივალის ტერიტორია უკვე სავსე იყო მაყურებლით. გვირაბის შესასვლელი არ იყო დაკეტილი და ხალხის ნაკადი მასში სვლას აგრძელებდა. „სიყვარულის აღლუმი“ პირველად 1989 წელს გაიმართა, ის ევროპის უდიდესი ტექნო-ფესტივალია.
XS
SM
MD
LG