Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სმოგის ხარისხმა ათჯერ გადააჭარბა უსაფრთხო დონეს


მოსკოვში ჰაერის დაბინძურების ხარისხმა ათჯერ გადააჭარბა უსაფრთხო დონეს. საქმე ეხება ყველაზე ძლიერ სმოგს რუსეთის დედაქალაქში ბოლო თითქმის ათი წლის მანძილზე. ივნისიდან მოყოლებული, რუსეთის ევროპულ ნაწილში უჩვეულო სიცხეა, რაც ტყეებში ხანძრებს იწვევს. თვით მოსკოვში ორშაბათს სარაკორდოდ მაღალი ტემპერატურა - 37,4 გრადუსი აღირიცხა. მოსკოვის მუნიციპალური მთავრობის უწყებამ, რომელიც ჰაერის დაბინძურებას აკონტროლებს, დღეს განაცხადა, რომ ხანდაზმულ პირებსა და გულით დაავადებულებს სმოგისთვის თავის არიდება ჰმართებთ.
XS
SM
MD
LG